„უარს ეტყვით და რუსეთს გააღიზიანებთ? ომი გინდათ?“ - ვის მიმართავს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების სამინისტროს განცხადებას და წერს.
„განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ჩვენთვის ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის თაობაზე არავის მოუმართავს და ასეთი უნივერსიტეტის გახსნისთვის საჭირო პროცედუები არ მიმიდანარეობსო.
ეგ გასაგებია, რომ ჯერ არ მოუმართავთ. თქვენ ის გვითხარით, რომ მოგმართონ, რას იზამთ?
უარს ეტყვით და რუსეთს გააღიზიანებთ? ომი გინდათ?“ - წერს მეტრეველი.