მსახიობი ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდა მსახიობი, ლევან დობორჯგინიძე გარდაიცვალა. ლევანი მაყურებელმა ფილმიდან „გასეირნება ყარაბაღში“ გაიცნო.
გარდაცვლილ მეგობარს სულისშემძვრელი პოსტით ემშვიდობებიან:
"ბავშვობიდან გამორჩეული, განსაკუთრებული სიყვარულით მიყვარდი ჩოო!!
სულ მეჯიჯღნებოდა ჩოო შენი უნაზესი ლოყები!! მთლიანად თბილი და ტკბილი რომ იყავიიი!!! გამოხედვაც რომ სასწაულად გაათბობდა ყველას... ხმის გაგონებაზე კი მართლა ჟრუანტელი დაგივლიდა ისეთი ხმა გქონდა... ვამბობდი, ისე მიყვარს რომ ვხედავ მაკანკალებს-თქო )) ჩოლე მართლა ყველას გამორჩეულად უყვარს/და)...
მთელი ბავშვობა- გაგარინზე(ჩოლე ცხოვრობს) მისვლა, ჩოლეს ოთახში შევარდნა, გაღვიძება და წამოსვლამდე თამაში ტრადიცია იყო...
მერე იყო პირველი ფილმი და აქ დაიწყო ამბავი... ყველას ვისაც კი ერთხელ ნანახი ჰყავდა ამაყობდა ოღონდ მართლა! ლევანის სურათები ედოთ ბიჭებს “ოდნოზე” და სკაიპზე(იმ დროს მხოლოდ ეს სოც.ქსელები იყო) გოგოებს კი წარწერით “აუ რა სიმპატიური ბიჭია”.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზებზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.