"გიორგიმ ჩემს დაუკითხავად გადაწყვიტა ძიძის აყვანა, მე მივდივარ ხოლმე და ვნახულობ ბავშვებს" - რატომ დატოვა ენიმ შვილები? (ვიდეო)
მსახიობ, გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა, გადაცემა "ია ფარულავას კონვერტის" ეთერში ქმართან დაშორების მიზეზებზე საუბრობს.
"მე და გიორგის დაშორების სერიოზული მიზეზი არ გვქონია. ბევრი რამე დაგროვდა და რაღაცებში ვერ დავემთხვიეთ. იყო რაღაც გარემო პირობები და აქედან გამომდინარე ცოტა დავიძაბეთ. საბოლოოდ დასრულდა ისე როგორც დასრულდა. გიორგიმ ჩემს დაუკითხავად გადაწყვიტა ძიძის აყვანა. მე მივდივარ ხოლმე და ვნახულობ ბავშვებს. ახლა ჩემს მიმართ ემოციური ფონი აქვს”, – საუბრობს ენი გასიევა.
ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძე ენისთან მესამე ქორწინებაში იმყოფებოდა. მსახიობს სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს.