თეგებით ძიება
25. 07. 2023 ვიდეო

"ტანსაცმლის გადაყრით მემუქრებოდა, თუ სახლს არ დავტოვებდი" - ენი გასიევა გიორგი ყიფშიძეზე (ვიდეო)

მსახიობ, გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა, გადაცემა "ია ფარულავას კონვერტის" ეთერში ქმართან დაშორების მიზეზებზე საუბრობს.

"გიორგი იყო შუმების სამდღიან რიტუალზე, შამანებთან ერთად. ბავშვები მე დავიტოვე. დედაჩემი გვეხმარება ზოგჯერ, იტოვებს ხოლმე კოსმოს. იწყებოდა Open air-ის ფესტივალი, წელიწადში ერთხელ არის, ისიც სამი დღე. მოსაწვევი მაჩუქეს. გიორგის დედას ვუთხარი, რომ ბავშვს დავაძინებდი, წავიდოდი და დილით დავბრუნდებოდი. დავაძინე უკვე გვიანი იყო და წავედი. ჩამოვდივარ დილით, მხვდება გიორგის შეტყობინებები, რომ ვიღაც ბიჭს ვკოცნიდი მკერდზე, შემდეგ ლენუკას სთორები, სტატიები, აჭრელებული ტიკ-ტოკი.

საბოლოოდ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო ამ ყველაფერმა, გიორგიმაც დადო სთორი, რომ დავშორდით. საზოგადოებამ ეს პირველად გაიგო და წამოვიდა მთელი შტურმი…

ჩალაგებული მქონდა ჩემოდანი, ელოდებოდნენ როდის წავიდოდი და ეგ დღე იყო, როცა წამოვედი. დაშორებულები ვიყავით და დრო იყო. გიორგიმ მითხრა, თუ არ წაიღებ (ბარგს) გადაგიყრიო. რა თქმა უნდა არ გადაუყრია არაფერი“, – ამბობს ენი გასიევა.

ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძე ენისთან მესამე ქორწინებაში იმყოფებოდა. მსახიობს სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა