თეგებით ძიება
25. 07. 2023 მსოფლიო

ჯანმოს ცნობით, მსოფლიო ახალი "დენგე" ვირუსის საფრთხის წინაშეა

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები "დენგეს" ვირუსით ინფიცირება ემუქრება. გაფრთხილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 200-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა. 

''მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება", - ნათქვამია განცხადებაში.  

"დენგე" ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და შემდეგ ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს. 

''დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება 1%-ზე ნაკლებია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ მას", - აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა