ირაკლი ტაბლიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
ჟურნალისტი, „ფორმულას“ წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ტაბლიაშვილი ამბობს, მას რამდენიმე დღეა სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან რუსულენოვანი მოქალაქეები და ემუქრებიან.
ბოლო ასეთი სატელეფონო ზარის შემდეგ, ჟურნალისტმა პოლიციას მიმართა.
გამოკითხვაზე შესვლამდე ტაბლიაშვილმა აღნიშნა, რომ ის საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებს.