თეგებით ძიება

ასპინძა–ახალქალაქის გზაზე გაჩერებულ მანქანას ტრაილერი შეეჯახა - არსებული ინფორმაციით, მანქანაში ბავშვიც იმყოფებოდა

ასპინძა–ახალქალაქის გზაზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით გაჩერებულ „ოპელის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით მსუბუქ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

„ოპელ ასტრა გზის გვერდით იყო გაჩერებული და ტრაილერი დაეჯახა. მანქანაში ოჯახი იმყოფებოდა ერთი მცირეწლოვანი ბავშვით. მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ“,–ამბობს თვითმხილველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა