“თხების გამო იჩხუბეს, გულში ჩაარტყა დანა” - ხონში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ხონში, სოფელ გოჩაჯიხაიში 63 წლის მამაკაცი მოკლეს.
როგორც “მეგა ტვ”-თვის გახდა ცნობილი მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 63 წლის მამაკაცს ჭრილობა დანით გულის არეში მიაყენა. შემთხვევა გუშინ საღამოს, 10 საათისთვის მოხდა.
“ქუჩაში თხების გამო იჩხუბეს, გადავიდა დანა გადმოიტანა და გულში ჩაარტყა, ცოტა ფსიქიკური პრობლემები ქონდა.” – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.