თეგებით ძიება

რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს? - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

რუსთავში, რვა წლის წინათ, ერთ ოჯახში, წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში ხატებს მირონი სდიოდათ.

78-მა მირონმდინარე ხატმა ბევრი სასწაული მოახდინა. ადამიანები კომიდან გამოვიდნენ, უშვილო დედებს შვილები მიეცათ, სმენადაქვეითებულთ - სმენა აღუდგათ, ბავშვები თუ დიდები ეტლებიდან წამოდგენენ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები განიკურნენ... მირონს ადგილზეც ისვამდენენ და თან მიჰქონდათ.

 ეკ­ლე­სი­ა­ში ანა­ლო­ღი­ა­ზე ყო­ველ­თვის დას­ვე­ნე­ბუ­ლია აღ­დგო­მის ხატი, ხოლო თუ რო­მე­ლი­მე დიდი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლია - ბზო­ბა, ხა­რე­ბა შობა და სხვა, - აღ­დგო­მის ხატი ამ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ხა­ტით იც­ვლე­ბა. თუ რო­მე­ლი­მე წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბაა, აღ­დგო­მის ხა­ტის გვერ­დით იმ ხატს და­აბ­რძა­ნე­ბენ, რო­მელ­ზე ასა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბის დღე­ცაა იმ დღეს. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, გა­მოვ­ყოთ სა­ლო­ცავ კუ­თხე­ში ცალ­კე ად­გი­ლი, სა­დაც აღ­დგო­მის ხატს და­ვაბ­რძა­ნებთ, მის გვერ­დით კი ის ხატი გა­მო­ვაბ­რძა­ნოთ, რო­მელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბა­ცაა იმ დღეს (თუკი, რა თქმა უნდა, ასე­თი ხატი გვაქვს) და ლოც­ვით მივ­მარ­თოთ, მაგ­რამ არი­ან ისე­თი წმინ­და­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად მივ­მარ­თავთ შემ­წე­ო­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად: წმ. გი­ორ­გის, წმ. ნი­ნოს, წმ. ბარ­ბა­რეს, წმ. ნი­კო­ლოზს და ა.შ. ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ამ წინ­დან­თა ხა­ტებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვცეთ თაყ­ვა­ნი, რაც მცი­რე მე­ტა­ნი­ით და პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამა თუ იმ ხა­ტის­თვის შექ­მნი­ლი ლოც­ვე­ბი­სა და და­უჯ­დომ­ლე­ბის კი­თხვას, სუ­ლი­ერ მო­ძღვარ­თან შე­თან­ხმე­ბი­თა და მისი მი­თი­თე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა ვი­კი­თხოთ,- ამბობს ქვე­მო ბეთ­ლე­მის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, ალექ­სან­დრე ბოლ­ქვა­ძე. 

მისივე თქმით,  ხა­ტე­ბის წინ, საკ­მე­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა შინ ყო­ველ­დღი­უ­რად ვაკ­მი­ოთ. საკ­მე­ველს ვუნ­თებთ ღმერ­თს კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბის­თვის, რათა გარ­და­მოგ­ვივ­ლი­ნოს სუ­ლიწ­მი­დის მად­ლი, ამას­თა­ნა­ვე საკ­მე­ველს ვან­თებთ იმის­თვი­საც, რომ განვდევ­ნოთ ეშ­მა­კი, რად­გან საკ­მევ­ლის სუნი მის­თვის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა