მკვლელობა ხონში - ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მისი შვილი თავს იცავდა
მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ხონში, მკვლელობით დასრულდა. მოკლულია შუახნის კაცი, ბრალდებული კი მისივე მეზობელია.
დაკავებულის დედა იხსენებს, რომ მოკლული მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ჯერ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი ნაჯახით სახლში მიუვარდა, რასაც კონფლიქტი მოყვა. მისმა შვილმა კი თავდაცვის მიზნით ცივი იარაღი გამოიტანა და კაცს გულ -მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შეგახსენებთ, მკვლელობა გასულ ღამეს, სოფელ გოჩაჯიხაიში მოხდა.