თეგებით ძიება

როგორ დავეხმაროთ ძაღლებს ცხელი ზაფხული გადატანაში?

სითბური დარტყმა შეიძლება  ფატალური აღმოჩნდეს ცხოველისათვის.

სიცხეს განსაკუთრებით ცუდად იტანენ დიდი ზომის ძაღლები. თუმცა სითბური დარტყმა ნებისმიერი ზომის ჯიშს შეიძლება დაემართოს, ამასთან ხშირად ეს ლეტალური გამოსავალით შეიძლება დასრულდეს.

ამ მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად, სიცხეში მოვერიდოთ ძაღლის დიდ მანძილზე გასეირნებას და ნუ წავალთ სახლიდან შორს. უმჯობესია შეავარჩიოთ წყალსაცავებთან ახლო მარშრუტი და ასევე მოვიძიოთ ახლო-მახლო ვეტერინარული კლინიკა ექსტრემალური შემთხვევისათვის.

თუ ძაღლი მაინც გადახურდა მზეზე, ნუ დაიწყებთ თვთმკუნალობას, რომ მეტი ზიანი არ მივაყენოთ ოთხფეხა მეგობარს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დროს გაგრილების მიზნით ძაღლის წყალში ჩაგდება. ფრთხილად უნდა გადავიყვანოთ ძაღლი ჩრდილში და დავუსველოთ ცხვირი. თუ ცხოველი უკეთ არ გახდა, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ექიმს.

წყარო: „მკურნალი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა