თეგებით ძიება

რუსეთის მოქალაქეები ახლა ანაკლიის სახლებზე ნადირობენ - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ბოლო დღეში ათზე მეტმა რუსმა იკითხა, ვინმე სახლს ხომ არ ყიდისო. ბოლო წლებში უამრავი ოჯახი აიყარა და საცხოვრებლად თბილისში, ევროპაში ან ამერიკაში წავიდა, - ამის შესახებ ანაკლიელმა, დაურ მებონიამ განაცხადა.

"ბოლო დღეში ათზე მეტმა კაცმა­ იკითხა, ვინმე სახლს ხომ არ ყიდისო. ბოლო წლებში უამრავი ოჯახი აიყარა და საცხოვრებლად თბილისში, ევროპაში ან ამერიკაში წავიდა. ზოგმა სახლი დაკეტა. თანდათან ზოგს სახურავი დაუზიანდა, ზოგს კარი, ქარმა ღრიჭო იპოვა და მოარყია, იქ საქონელმა ღობე და ჭიშკარი დააზიანა. იციან, ვატყობინებთ, დარდობენ, მაგრამ ვერ ჩამოდიან. სულ ჩამოქცევას, მირჩევნია,­ გავყიდო და ფული შვილებს მოვახმაროო, უთქვამთ. რუსეთის მოქალაქეები ახლა ასეთ სახლებზე ნადირობენ. ზოგ მეპატრონეს ტელეფონის ნომერი ჭიშკარზე უწერია, ან მეზობელს, მაღაზიის გამყიდველს დაუტოვა, თუ მყიდვ­ელი გამოჩნდეს, შემატყობინეო. რუსები კარ-მიდამოს უფრო ზღვის ახლოს ეძებენ, განაშენიანებულს, ხეხილით, თხილით­. 5-6 კილომეტრის დაშორებითაც არ არის პრობლემაო. ზოგი ამბობს, ტურები­ და მგლები რომ კიოდნენ, იმას არ ჯობია, ადამიანები ცხოვრობდნენ და აქაურობა გამოცოცხლდებაო, მაგრამ არ ვეთანხმები, უთოფოდ აგვიღებენ. თუ ბევრი მოგროვდნენ, რუსულენოვან სკოლასაც მოითხოვენ... ჩვენი­ ხალხი გარბის, ისინი­ კი ჩამოდიან და ჩამოდ­იან. ბიზნესს გეგმავენ - თან ონლაინ ვიმუშავებთ, თან სოფლის მეურნეობას მივხედავთო. ერთმა მითხრა, სახლს რომ გავარემონტებ, გესტჰაუსს გავაკეთებ, შემდეგ კი ჩემი მინივენით რუსეთიდან და ბელარუსიდან დამსვენებლებს ჩამოვიყვან, ბევრი აქ ჩამოსვლისგან თავს იკავებს, არადა, ყირიმშიც არასტაბილური მდგომარეობაა, აფხაზეთში კი საშუალოზე დაბალი ფენა ჩადის, რადგან ადამიანის უფლებები დაცული არ არის, საქართველოში სიმშვიდეა, შედარებით განვითარებული ქვეყანაა, დაბალი ფასებია, რუსეთში წასვლის პრობლემაც არ არის და აქ გვირჩევნიაო... ზოგი უკმაყოფილოა, თქვენთან სიძვირეაო, ანუ თან გვიპყრობენ და თან გვაყვედრიან. სამწუხაროდ, არიან ისეთები, ვინც რუსებს ეუბნება, არაფერში გვჭირდება "გარყვნილი ევროპა", სიამოვნებით ვიქნებით რუსეთთან, საბჭოთა კავშირის დროს არავინ გვებრძოდაო. საბჭოთა ნოსტალგია უფროს თაობას აქვს, მაგრამ გოგო-ბიჭებიც აკრიტიკებენ ევროპას. თუმცა სამუშაოდ მაინც ევროპაში გარბიან.

ჩემს მეზობლებს ვეუბნები, აჭარაშიც უხაროდათ რუსების შემოსვლა, მაგრამ რუსებმა თავად იყიდეს ფართობები და აჭარლები ახლა რუსებს ემსახურებიან-მეთქი. ერთმა მითხრა, ვინც იყიდა, მისი სტუმრები და ახლობლები ხომ ჭამენ და სვამენ, ის ფული კი ბიუჯეტში არ გროვდებაო?! ისევ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ - მოსახლეობას განათლების პრობლემა აქვს", - დაურ მებონიამ.

წყარო: kvirispalitra.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა