თეგებით ძიება

ყაზბეგში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა შემოჰქონდათ - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ყაზბეგში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა.

კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი“, ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 122 300 აშშ დოლარი, 5 680 000 რუსული რუბლი, 2 407 000 სომხური დრამი და 11 775 ლარი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 507 646,96 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი საქართველოსა და ბელარუსის მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში, 27 595,722 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა