"მარიამი უკეთაა, გვითხრეს ყველაფერი კარგად იქნებაო“ - კომაში მყოფი 18 წლის გოგოს მდგომარეობა გაუმჯობესდა (ვიდეო)
18 წლის გოგონა , რომლის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ გართულდა, თავს უკეთ გრძნობს. მარიამი კომაში იმყოფებოდა. ახლა კი მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ამის შესახებ ინფრომაციას ოჯახის ახლობელი, ბექა არჩვაძე ავრცელებს.
"მარიამი უკეთ არის, ცოტა მძიმე სიტუაციაა, მაგრამ უკეთესად არის და გვითხრეს, ყველაფერი კარგად იქნებაო. მადლობა ასეთი თანადგომისთვის", - ამბობს ბექა არჩვაძე.