თეგებით ძიება

ყველაზე მეტი ავარია თბილისსა და ბათუმში ხდება - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს?

შინაგან  საქმეთა სამინისტრომ 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 1427 ავტოსაგზაო შემთხვევაა მომხდარი, რის შედეგადაც დაიღუპა 90 ადამიანი, ხოლო 1850 დაშავდა.

რეგიონების მიხედვით, ეს მონაცემები ასეთია: თბილისი – 706 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 12, დაშავდა 826 ადამიანი. აჭარა- 150 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 12, დაშავდა 169, სამეგრელო-ზემო სვანეთი: 62 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 8, დაშავდა 101. იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 167 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 17 და დაშავდა 228 ადამიანი. შიდა ქართლში 64 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 8, დაშავდა 121. ქვემო ქართლი – 106 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 8, დაშავდა 145. კახეთი- 78 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 14, დაშავდა 103. სამცხე-ჯავახეთი – 27 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 2, დაშავდა 67. მცხეთა- 46 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 5, დაშავდა 66. გურია – 21 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 2, დაშავდა 24.

სტატისტიკის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვები სავარაუდო მიზეზები კი ასეთია: 34 ავარია მოხდა ალკოჰოლური სიმთვრალის  მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის გამო. შედეგი – 1 ადამიანი დაიღუპა, 52 დაშავდა. მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 80 ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა, დაიღუპა 12 და დაშავდა 136 ადამიანი. შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 82 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 7, დაშავდა 159 ადამიანი. საგზაო ნიშნების ან მონიშვნის დაუმორჩილებლობის გამო  62 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაშავდა 85 ადამიანი. მოძრაობის დაწყების მანევრი – 26 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავდა 38 ადამიანი. მოხვევის მანევრი – 60 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 8 და დაშავდა 76 ადამიანი. მობრუნების მანევრი – 8 ავტოსაგზაო შემთხვევა, 9 დაშავდა. უკუსვლით მოძრაობა – 14 ავტოსაგზაო შემთხვევა, 15 დაშავდა. გზაჯვარედინის გავლის  წესების დარღვევა – 28 ავტოსაგზაო შემთხვევა, 42 ადამიანი დაშავდა. ქ/მ გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა 58 ავტოსაგზაო შემთხვევა, 3 დაიღუპა, 58 დაშავდა. მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა – 2 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავდა 2 ადამიანი. ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა – 1 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავდა 1 ადამიანი. დისტანციის დაუცველობა 88 ავტოსაგზაო შემთხვევა, 3 დაიღუპა, 104 დაშავდა. სატრანსპორტო საშუალების დგომა-გაჩერების წესების დარღვევა – 3 ავტოსაგზაო შემთხვევა, 4 დაშავებული. განლაგების წესის დარღვევა – 1 ავტოსაგზაო შემთხვევა, დაიღუპა 1 ადამიანი. რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა – 1 შემთხვევა, დაშავდა 2 ადამიანი. სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 712 ავტოსაგზაო შემთხვევა, 18 დაიღუპა და 821 დაშავდა.

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებების ტიპებს, 820 ავტოსაგზაო შემთხვევა –  მსუბუქი ავტომობილი, დაიღუპა 37 ადამიანი და დაშავდა 1081 ადამიანი.  94 ავტოსაგზაო შემთხვევა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, დაიღუპა 7, დაშავდა 134. 75 ავტოსაგზაო შემთხვევა – სატვირთო ავტომობილი, დაიღუპა 8, დაშავდა 102. 182 ავტოსაგზაო შემთხვევა -მოტოციკლი- დაიღუპა 1 და დაშავდა 198 ადამიანი, სხვა სატრანსპორტო საშუალება – 12 შემთხვევა, დაშავდა 12 ადამიანი, 77 ავტოსაგზაო შემთხვევა- სატრანსპორტო საშაულება დაუდგენელი- დაშავდა 77 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა