„არ მჯერა იმ ხალხისა, ვინც ტაო-კლარჯეთის ტაძრებს მისტირის და ამას არ იმჩნევს…“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ილია ჭიღლაძე?
„არ მჯერა იმ ხალხისა, ვინც ტაო-კლარჯეთის ტაძრებს მისტირის და ამას და სხვა ბევრს არ იმჩნევს საქართველოში…“ - წერს დეკანოზი, ილია ჭიღლაძე და X საუკუნეში, ჯვრის მონასტრის წინამძღვის იოანეს მიერ აგებული ბურნაშეთის ეკლესიის ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში ჩანს, რომ ეკლესიაში საგანგაშო ვითარებაა.