"მე და მოკლულმა ორი ჭიქა დავლიეთ ჩემთან ოჯახში..." - რას ამბობს ხონში მომხდარ მკვლელობაზე ოქროს მოწმე?
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ, გოჩა ჯიხაიშში მეზობლების ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია 62 წლის, ბარნაბი ჩომახიძე.
მკვლელობაში მხილებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება - 42 წლის ნუკრი კეკელიძე სამართალ დამცველებს თავად ჩაბარდა
ინციდენტს სხვა ფიგრუნატებიც ჰყავს. მათ შორის არის საქმის ოქროს მოწმეც, კაცი რომელიც საქმის გასარჩევად სავარაუდო მკვლელთან 65 წლის კაცს სუფრიდან გაჰყვა.
"მე და მოკლულმა ორი ჭიქა დავლიეთ ჩემთან ოჯახში, ის კაცი (ბარნაბა ჩომახიძე) წამოვიდა. ვუთხარი, ხვალ მივიდეთ და დავალეპარაკოთ - ტკბილი ენით დაველაპარაკოთ, ავუხსნათ.
მე ექსპერტიზაზეც ვიყავი და ყველაფერი გაირკვევა იქ", - აცხადებს საქმის ოქროს მოწმე.
ხონში 65 წლის კაცი მეზობელმა სასიკვდილოდ შინაური ცხოველის გამო გაიმეტა. ადგილობრივების თქმით, გასულ ღამეს, გარდაცვლილმა ბარნაბა ჩომახიძემ, რომელიც სავარაუდოდ ნასვამიც იყო, მკვლელობაში ბრალდებულ, 42 წლის ნუკრი კეკელიძეს თანასოფლელებთან ერთად მიაკითხა.
ჩხუბი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 65 წლის კაცს მეზობელმა უსაყვედურა. ბრალდებული კაცის დედაა, ამბობს, რომ ხანში შესული კაცის თხები მათ ეზოში გადადიოდნენ, რის გამოც მეზობელს შენიშვნაც მისცა. ამ ფაქტით, გაბრაზებული ჩომახაძე კი საქმის გასარჩევად კეკელიძეების სახლში მიოვიდა. ჩხუბისა და დაპირისპირების შემდეგ კი 42 წლის კაცმა ცივი იარაღი გამოიყენა და მეზობელი გულში დაჭრა.
დაკავებულის დედა ამტკიცებს, რომ მოკლული მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
წყარო - "ტვ პირველი"