ბათუმში ზღვაში კაცი დაიხრჩო
ბათუმში, სარფში ზღვაში კაცი დაიხრჩო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ცნობით, 40 წლამდე კაცი წყლიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.
კაცს დახმარება ადგილზევე გაეწია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენ.