სიცხეში ყინულიანი წყლის დალევა ინსულტს იწვევს? - გიორგი ღოღობერიძის რჩევა
ექიმი, გიორგი ღოღობერიძე ხშირად გვიზიარებს რჩევებს. მან ახლა ჩაწერა ვიდეო სადაც ის ყინულიანი წლის დალევაზე საუბრობს.
„მართალია თუ არა ის ფაქტი, რომ თუ შენ დალევ ყინულებიან წყალს პაპანაქება სიცხეში ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება. ადამიანები, რომლებიც სიცხეში ყინულებიან წყალს სვამდნენ ამას შესაძლოა ინსულტი გამოეწვია, გეტყვით, რომ ეს ასე არ არის, ინსულტს არ გამოიწვევს... მაგრამ არის რაღაცები, რაც უნდა იცოდეთ, ყინულიანი წლის დალევა პაპანაქება სიცხეში, როცა სხეული გადახურებულია არ არის კარგი. თუ შენ ხარ ადამიანი, გულის პათოლოგიებით, მე არ გირჩევდი მიიღო ყინულიანი წყალი“,- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.