თეგებით ძიება

მიმდინარე თვეში უკვე მეოთხედ - სირიის საჰაერო სივრცეში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი დააზიანა

სირიის საჰაერო სივრცეში რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ამერიკული უპილოტო თვითმფრინავი დააზიანა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, უპილოტო აპარატი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კონტრტერორისტულ მისიას ასრულებდა, რა დროსაც მას რუსული სამხედრო თვითმფრინავი მიუახლოვდა და აპარატის თავზე საჰაერო ინფრაწითელი პიროტექნიკური შემადგენლობის ნივთიერება გაუშვა.

ინციდენტის შედეგად ამერიკული აპარატის პროპელერი დაზიანდა. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავებს შორის მანძილი სულ რამდენიმე მეტრი იყო.

აშშ მოუწოდებს რუსეთის ძალებს სირიაში, დაუყოვნებლივ დაასრულონ უგუნური, არაპროვოცირებული და არაპროფესიონალური ქცევა.

ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე თვეში უკვე მეოთხედ მოხდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა