მშრალი ჭრა არის კანონდარღვევა, იწვევს სილიკოზს, რომელიც კლავს! - სოციალურ ქსელში საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება
ფეისბუქ-გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში თბილისის ცენტრში მიმდინარე მშენებლობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს და წერს:
„თბილისი - ყიფშიძის 1 ნომერი, მიმდინარეობს ქვის მშრალი მეთოდით დამუშავება
მშრალი ჭრა არის კანონდარღვევა, იწვევს სილიკოზს, რომელიც კლავს “ - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სილიკოზი ფილტვის დაავადებაა, რომელიც მავნე მტვრის დიდი ხნის განმავლობაში შესუნთქვით ვითარდება.