მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიწისძვრის პროგნოზირება 2 საათით ადრე შეიძლება
მეცნიერთა აზრით, მიწისძვრის პროგნოზირება 2 საათით ადრე არის შესაძლებელი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
თეორიულად შესაძლებელია, რომ მიწისძვრის პროგნოზირება 2 საათით ადრე მოხდეს. თუმცა, ამისათვის ისეთი GPS სენსორების შექმნაა საჭიროა, რომლებიც დღევანდელზე 100-ჯერ უფრო ზუსტი იქნება.
საფრანგეთის ქალაქ ნიცის ლაჟვარდოვანი სანაპიროს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, კენტინ ბლეტერიმ და ჟან-მატიე ნოკემ, GPS მონაცემების გამოყენებით, მიწისძვრის წინ, ტექტონიკურ ფილებს შორის თანდათანობითი, აჩქარებული სრიალი დააფიქსირეს.
ეს სრიალი ზედმეტად მცირეა და სეისმოგრაფებზე ვერ გამოჩნდება, თუმცა, დაფიქსირების შემთხვევაში მიუთითებს, როდის დაიწყება მიწისძვრა.
წყარო: პრაიმტაიმი