თეგებით ძიება

დუბაიში სიცხეს ხელოვნური წვიმით ებრძვიან

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) სიცხესთან გასამკლავებლად შესაბამის ტექნოლოგიებს მიმართა. Business Insider-ის მოხსენების თანახმად, დუბაიში ტემპერატურა 48 გრადუსამდე აღწევს, მეცნიერები კი წვიმის გამოსაწვევად სპეციალურ ტექნიკას იყენებენ.

კონკრეტულად, დუბაი დრონებს იყენებს, რომელიც ღრუბლებში ფრინდება, სადაც წვიმისათვის ბიძგის მისაცემად ელექტრობას გამოყოფს, რაც ტემპერატურას ამცირებს და ქალაქს ესოდენ საჭირო წყლის რესურსით უზრუნველყოფს.

ტექნიკა, რომელიც "ღრუბლის დათესვის" ფორმას წარმოადგენს, UAE-ის 15 მილიონ დოლარიანი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა, რათა ქვეყანაში ნალექთა წლიური რაოდენობა ხელოვნურად გაეზარდათ.

ღრუბლის დათესვის სპეციალური ტექნოლოგია რიდინგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს დუბაისთვის, რათა UAE-ის ძლიერი ღრუბლიანობა სასარგებლოდ გამოეყენებინათ, რეგიონში ნალექების სიმცირისდა მიუხედავად.

უპილოტო თვითმფრინავის (UAV), იგივე სამხედრო დრონის გამოყენებით, ელექტრობის იმპულსები ღრუბლებში შეიტყორცნება, რათა ღრუბლებში წყლის წვეთები ერთმანეთს მიეკრას ისე, როგორც "მშრალი თმა სავარცხელს", პროექტზე მომუშავე პროფესორის, მარტენ ამბაუმის შედარებით.

ოჰაიოს ისტორიულ ცენტრზე დაყრდნობით, ღრუბლის დათესვა წარმატებით პირველად 1923 წელს განხორციელდა მაკქუქის ველზე დეიტონში, ოჰაიოში, კორნელის უნივერსიტეტის ვ.დ. ბანკროფტის დამსახურებით, რომელიც ღრუბლებში შეფრინდა და "ნალექების წარმოსაქმნელად სხვადასხვაგვარი ქიმიური ნაერთები გამოიყენა".

წყარო:   on.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა