თეგებით ძიება

ვინ არის ვაკეში დაჭრილი ბიზნესმენი და რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი?

დღეს, თბილისის ცენტრში სროლა იყო - ვაკეში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე 38 წლის ბიზნესმენი, ტატო გურგენიძე დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ბიზნესმენს ტყვია ფეხში მოხვდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. „კურიერის“ინფორმაციით, მომხდარი ბიზნეს წილებზე მიმდინარე დავას უკავშირდება.

დაჭრილი ბიზნესმენი სამშენებლო კომპანია "ტაგი გრუპის" 50 პროცენტის მფლობელია. ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიულ კომპანიაში ტატო გურგენიძესთან ერთად, იმყოფებოდა მისი პარტნიორი კომპანიის თანამფლობელი გიორგი ახობაძეც, თუმცა სროლა მესამე პირის მხრიდან განხორციელდა. "კურიერის" ინფორმაციით დამნაშავის ვინაობა ცნობილია და მიმდინარეობს მისი დაკავების ოპერაცია.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა