„სიყვარული ორი წუთისაა - პირველი წუთი შეხვედრას ეკუთვნის და მეორე - განშორებას“ - გიორგი კეკელიძე
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მე მაინც მგონია, რომ სიყვარული ორი წუთისაა - პირველი წუთი შეხვედრას ეკუთვნის და მეორე - განშორებას. მანდ, მაგ ორი წუთისას არის სიყვარული ნამდვილი და ზუსტი, დანარჩენი სულ სხვა ამბავია - განა უინტერესო ან უმნიშვნელო, მაგრამ სხვა. მანდ, მაგ წუთებში ამოდის გული ყელში და შეიძლება უფრო ზევითაც და გრძნობ, საკუთარი გულით როგორ გერევა გული - ჰო, ასე უხეშად და ანატომიურად, მაგრამ ასეა და რბილი მეტაფორა არ მოუხდებდა ამ ამბავს“ - წერს კეკელიძე.