თეგებით ძიება

წარმოუდგენელია, დღეს სააკაშვილი თავისუფალი იყოს და ის ხდებოდეს პარტიაში, რაც დღეს ხდება - ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გადაცემაში „რეაქცია“ აცხადებს, რომ რომ წარმოუდგენელია, დღეს სააკაშვილი თავისუფალი იყოს და ის ხდებოდეს პარტიაში, რაც დღეს ხდება.

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ტყვე. ის არის პატიმრობაში მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით. ახლაც და მომავალშიც, მის მიერ ფეისბუკზე გაკეთებულ განცხადებებს ვეცნობი, თუმცა მნიშვნელოვანია მე ვიცოდე, რა ინფორმაციას ეყრდნობა.  ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. სააკაშვილი თუ რამეს ანგარიშს უწევდა, ეს იყო საზოგადოებრივი აზრი. მე პრაქტიკულ მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც 2020 წელს თქვენს ეთერში ვთქვი, რომ იქ ვერ დავდგები, სადაც ვანო მერაბიშვილი უნდა იდგეს. რამდნეიმე კვირაში სააკაშვილმა საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ამ ჩემს განცხადებას. მე ვენდობი მის განცხადებებს, წარმოუდგენელია, დღეს ის თავისუფალი იყოს და ის ხდებოდეს პარტიაში, რაც დღეს ხდება. მე არ ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ იცის რა ქვეყნდება მის ფეისბუქ გვერდზე, მაგრამ მე ნამდვილად არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა და შეაქვს ვინმეს თუ არა ადეკვატური ინფორმაცია?  - ამბობს მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა