გამოვრიცხავ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში წასვლას - ნიკა მელია
კეზერაშვილი თავისი მოკლე ჭკუით ზის და ფიქრობს, ხაზარაძესთან ახლოს არის, გილაურს იცნობს, ვაიმე, ამან პრობლემები რომ შემიქმნას - ამის შესახებ ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ კატეგორიულად გამორიცხა სხვა პარტიაში წასვლა.
გამოვრიცხავ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში წასვლას, გამორიცხულია. "ლელოში" ჩემს წასვლაზე საუბარი გეტყვით სად არის, აი იმ ერთ ტელეკომპანიაში, რომელსაც ძალიან დიდი ფულის მქონე ადამიანი მართავს.ან მე რომ რამე სათქმელი მქონდეს, ან მამუკას, რა ვერ ვიტყვით, არ ვიტყვით? ერთია, რომ გქონდეს ნორმალური ადამიანური ურთიერთობა და მეორეა, რაღაცას გეგმავ. იმავე ტელევიზიაში მოიყვანეს ქალბატონი და ალაპარაკეს, ნიკა მელია გილაურთან ერთად აკეთებს პარტიას ნიკა მელიაო. კეზერაშვილი თავისი მოკლე ჭკუით ზის და ფიქრობს, იქ მამუკა ხაზარაძესთან ახლოს არის, ნიკა გილაურს იცნობს, ვაიმე, ამან ახლა მე რომ ივანიშვილთან ერთად პრობლემები რომ შემიქმნას, ამას ახლა ვინმემ ფინანსური დახმარება რომ აღმოუჩინოს, აქედან არის ეს ბოდვები, თორემ მეტი არაფერი". - ამბობს ნიკა მელია.