ავარია ბათუმში - დაშავდა ერთი მოქალაქე, რომელიც ავტობუსის მოსაცდელში იდგა
ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანა ავტობუსის მოსაცდელში შევარდა.
ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც მოსაცდელში იჯდა. მას ნამსხვრევებმა ხელი დაუზიანა, თუმცა კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.