თეგებით ძიება

საფრანგეთში აფთიაქების ძარცვისთვის დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე დავით ბეგალოვი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება 17 აფთიაქის ძარცვა და ძარცვის მცდელობა. გამოძიების მიხედვით, 36 წლის კაცმა დანაშაული 15-22 ივლისის პერიოდში, ოქსიტანიის რეგიონის ხუთ სხვადასხვა ნაწილში ჩაიდინა. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ მრავალი სამხილი არსებობს. 

სასამართლო პროცესი 25 ივლისს, მონტობანის სასამართლოში გაიმართა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა