ზუგდიდში ქუთაისის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ
ზუგდიდში, ქუთაისის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი უკვე 2 საათზე მეტია ადგილობრივი მერიის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციას ითხოვენ, რომელიც სამ სხვადასხვა უბანს აკავშირებს ერთმანეთთან.
მათივე განცხადებით, ზუგდიდის მერიას ქუჩის რეაბილიტაციის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა თხოვნას "ქართული ოცნების" ხელისუფლების რეაგირება არ მოჰყოლია.
საპროტესტო აქციაზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი, ირაკლი სორდია. როგორც ის ამბობს, ამ უბანზე არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა და სწორედ ამიტომ არ კეთდება იქ ქუჩა.