მეტრო „ვარკეთილი“ აღარ დაიკეტება
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნული სადგურის დროებით დაკეტვის გარეშე განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, მათ შორისაა მეტრო.
„ყველას გახსოვთ, რა ვითარება გვქონდა ამ მიმართულებით წლების წინ და 2017 წელს, როდესაც მოვედით დედაქალაქის მთავრობაში, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენეული ხედვა, როგორ უნდა მოხდეს რეფორმა, ამ მიმართულების გაჯანსაღება, გაუმჯობესება, რა უნდა გაგვეკეთებინა, რა გაკეთდა დღემდე და რას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ, ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაზე, სიახლეზე მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი გახლავთ მეტრო, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მეტროს მოწესრიგება, რეაბიოლიტაცია, გაჯანსაღება და ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს. მინდა, გულწრფრელად გითხრათ, რომ პრობლეემები უმარავია, იგივე ვაგონების, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, სადგურები. კაბელარხებსა და სიგნალიზაციის სისტემას რაც შეეხება, იცით, რომ მთლიანად შევცვალეთ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველანაირად დაცულები ვყოფილიყავით, რადგან ძლაინ ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ელექტროგაყვანილობას ცეცხლი ეკიდებოდა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან დიდი პრობლემა იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.