,, ჩემს ტელევიზიას კატასტროფული პრობლემები აქვს ბოლო ერთი წელია, მაგრამ ქუჩა–ქუჩა კი არ ვბღავი” - ნინო ჯანგირაშვილი
ტვ „კავკასიის” დამფუძნებელი და დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„არჩევნებამდე 1 წელზე მეტი დარჩა და ისეთი პანიკაა ატეხილი 5%–იან ბარიერზე, თუ ასე გეშინიათ, წინასწარ მოთქვამთ და კაპიტულაციას აცხადებთ რაღა გინდათ პოლიტიკაში. სცადეთ, იქნებ 100 000 ადამიანს მოაწონოთ როგორმე თავი, იმუშავეთ, იმუშავეთ! ჩემს ტელევიზიას კატასტროფული პრობლემები აქვს ბოლო ერთი წელია, მაგრამ ქუჩა–ქუჩა კი არ ვბღავი, ჩემთვის ჩუმად ვმუშაობ, რომ გამოვძვრე. თუ ვერ გამოვძვრები, დავიხურავ ქუდს და წავალ. სცადეთ თქვენც და თუ არ გამოგივიდათ, კი ხვდებით რაც უნდა გააკეთოთ. არ დაიწყოთ ახლა, რუსი ოლიგარქი, ესა, ისა. საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი ოლიგარქიის მთელი ხიბლი სრულმაშტაბიანად”, - წერს ჯანგირაშვილი.