მდგომარეობა დამძიმდა... ყოველი წუთი მნიშვნელოვანია - 22 წლის ბიჭის ჯანმრთელლობის მდგომარეობა მძიმეა
22 წლის ტაი არაბულს, 2 წლის წინ, გულის სარქველის შეცვლა დასჭირდა, რა დროსაც, დაუზიანდა ნერვი.
ამის გამო, დასჭირდა კარდიოსტიმულატორი. განვითარდა ინფექცია, რამაც გამოიწვია მაღალი სიცხეები - 40 გრადუსამდე, რის გამოც, მოხდა სხვა ორგანოების დაზიანება:
ფილტვში წყალი ჩადგა, თირკმელიც ვერ ფუნქციონირებს და სამწუხაროდ, გული ისე დაზიანდა სასწრაფოდ ესაჭიროება გადანერგვა.
ამ ეტაპზე, ტაი იმყოფება „ჯერარსის" კლინიკაში, სადაც უტარდება გადაუდებელი მკურნალობა, მაგრამ მისი მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადასაყვანია მინსკში, სადაც ჩაუტარდება გამოკვლევები. დონორისა და თანხის მოძიების შემდგომ კი მოხდება გულის გადანერგვა, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პირველადი კალკულაციის მიხედვით, ოპერაციისა და მკურნალობისთვის ჯამში საჭიროა - 150 000 დოლარი.
ტაის დედა, თამარ ჩაფიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვე და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„მინდა ყველას მოგმართოთ ძალიან დიდი თხოვნით, ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება, თუნდაც 1ლარით, ძალიან მაგარს და უზომოდ საყვარელ ბიჭს, ტაი არაბულს ესაჭიროება გულის გადანერგვა სასწრაფოდ, ყოველი წუთი და წამი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
გთხოვთ დაგვეხმარეთ!“ - ჯგუფის „ერთად ტაისთვის - together for Taiko“ წევრები, დახმარებას ითხოვენ.