18 წლის მარიამი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, გოგოს დედა გახდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
18 წლის გოგოს შესახებ, რომელიც მშობიარობის შემდეგ კომაში იყო, ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ოჯახის ახლობელი, ბექა არჩვაძე წერს, მარიამის მდგომარეობა სტაბილურია.
"ორი საყვარელი წყვილი, მარიამ რეზი გილოცავთ პატარა გოგონას ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოთ უფალმა. მარიამის მდგომარეობა სტაბილურია. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, თითოეულ ადამიანს ასეთი გვერდში დგომისთვის. მართლა, ბოლომდე დავრწმუნდი თქვენი ჩვენდამი სიყვარულში. დაიბადა პატარა თაია“, - წერს ბექა.