თეგებით ძიება

"მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების გამო, შესაძლოა მარცვლეული 10-15%-ით გაძვირდეს - IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერება მსოფლიოში მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირებას გამოიწვევს. 

"ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ, მაგრამ მარცვლეულის ფასების 10%-დან 15%-მდე ზრდა გონივრული შეფასებაა," - აღნიშნა სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა და კვლევითი დეპარტამენტის დირექტორმა, პიერ-ოლივიე გურინშასიმ.

მისი თქმით, "მარცვლეულის შეთანხმების" წყალობით, ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან დანარჩენ მსოფლიოში დაახლოებით 33 ტონა ხორბალი გაიგზავნა და სწორედ ამან შეუწყო ხელი სურსათის ფასებზე ზეწოლის შემცირებას. ახლა კი საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვარაუდობენ, რომ შეთანხმების შეჩერების შემდეგ საპირისპირო პროცესი დაიწყებ, რაც, სავარაუდოდ, ფასებზე უარყოფითად აისახება.

შეგახსენებთ, 17 ივლისს რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმება" შეაჩერა, რომელიც 2022 წლის ივლისში გაეროს და თურქეთის შუამავლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში დაიდო. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეჩერების მიზეზი რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილის შეუსრულებლობა იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა