თეგებით ძიება

„ჯართს დაეძებენ ბავშვები ქუჩა-ქუჩა, რომ ჩააბარონ და პურის საყიდლად ხურდები მაინც შეუგროვდეთ…“ - რას წერს დიკა სალაყაია?

პოეტი, დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში წერს, რომ მცირეწლოვან ბავშვებს და მათ დედას, რომელიც ძალიან მძიმედაა, დამხარება სჭირდებათ.

„ამ პატარების დედიკო არის ძალიან მძიმედ. თირკმლებში ჩირქი აქვს და ფილტვებში წყალი ჩაუდგა.

რეანიმაციაში იყო და სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა, წამლები, საკვები.

ამ ეტაპზე სოციალური დახმარებაც შეჩერებული აქვთ და ჯართს დაეძებენ ბავშვები ქუჩა-ქუჩა, რომ ჩააბარონ და პურის საყიდლად ხურდები მაინც შეუგროვდეთ… 

სასწრაფოდ სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, რომ დედა არ დაკარგონ ბავშვებმა.

#დავეხმაროთ #გავაზიაროთ

ვისაცრ რა შეგვიძლია… 

ახლა მათთვის ჩვენ ვართ იმედი, გადარჩენაც და ყველაფერი.

ანგარიში კომენტარებში იქნება და თქვენი იმედი გვაქვს, მჯერა ერთად შევძლებთ და დავაყენებთ ფეხზე ბავშვების დედიკოს. 

გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო ის ამბავია ….

ცხოვრობენ გიგანტის დასახლებაში.

ყველას უდიდესი მადლობა წინასწარ“, - წერს სალაყაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა