გიორგი სანაიას მკვლელობიდან 22 წელი გავიდა
დღეს 26 ივლისია - ერთ-ერთი ტრაგიკული დღე ქართული ჟურნალისტიკისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის.
ზუსტად 22 წლის წინ, 2001 წლის 26 ივლისს, მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოჩნდა ტიტრი, რომლითაც საზოგადოებამ გაიგო, რომ გიორგი სანაია დაიღუპა, თუმცა კარგა ხნის განმავლობაში, ინფორმაციული ვაკუუმი იყო და თითქმის არავინ იცოდა, რას ემსხვერპლა ჟურნალისტი.
მალევე გავრცელდა ოფიციალური ვერსია, რომ მკვლელობის მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა... მოგვიანებით, გიორგის მკვლელად, ვინმე, გრიგოლ ხურცილავა გამოაცხადეს... თუმცა, მიუხედავად ამისა, გიორგი სანაიას მკვლელობა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი და სკანდალური მკვლელობაა, რომელსაც ნათელი ვერცერთი ხელისუფლების დროს ვერ მოეფინა.
წყარო: „ვერსია“