„თურმე ეს ბოლო შეხვედრა ყოფილა მეგობარო...“ - რას წერს ანრი ტაბაღუას მეგობარი?
ტრაგიკულად დაღუპული ფოტოგრაფის, ანრი ტაბაღუა მეგობარი, გიგა გელხვიიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ვერასოდეს გავითავისებ, რომ ვეღარ გნახავ, ვერ დაგელაპარაკები...
ჩემთვის დარჩები ისევ ისე, როგორც ბოლოს გნახე და არასოდეს ვიფიქრებ, რომ თურმე ეს ბოლო შეხვედრა ყოფილა მეგობარო...“ - წერს გელხვიიძე.
ანრი ტაბაღუა გუშინ საღამოს ბათუმში, ზღვაში დაიხრჩო.