"მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა" - ნახეთ, მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 29 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ცალკეულ რეგიონებში ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.