თეგებით ძიება

რატომ გვთხოვენ აეროპორტებში ჩანთიდან ლეპტოპის ამოღებას? - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

ვისაც გასული ათი წლის განმავლობაში თვითმფრინავით უმგზავრია, ყველამ იცის, რამდენად სტრესული შეიძლება იყოს აეროპორტები.

რაც არ უნდა ადრე მიხვიდეთ, ჩასხდომის ჭიშკრამდე მისვლამდე უსაფრთხოების უამრავი შემოწმება უნდა გაიაროთ. ამასობაში, ვერ ასცდებით მომაბეზრებელ მოთხოვნას: „გთხოვთ, ჩანთიდან ლეპტოპი ამოიღეთ“.

საინტერესოა, რა კავშირი აქვს თქვენს ლეპტოპს უსაფრთხოებასთან?

დღე, რომელმაც საჰაერო მოგზაურობა სამუდამოდ შეცვალა

აროპორტების უსაფრთხოება დრამატულად შეიცვალა აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. იქამდე, უსაფრთხოების შემოწმება შეგეძლოთ გაგევლოთ ხელბარგის ჩანთით, რომელიც სავსე იქნებოდა ყველაფრით, რაც კი შეიძლება არდადეგებზე დაგჭირდეთ, მათ შორის 10-სანტიმეტრიანი პირის მქონე დანაც. სწორედ ასე აიტანეს 11 სექტემბრის ტერორისტებმა ბორტზე იარაღი.

11 სექტემბრის შემდეგ, სკანირების პროცესი მთელ მსოფლიოში ერთ ღამეში შეიცვალა. აშშ-ში, უსაფრთხოების კერძო კონტრაქტორები, რომლებსაც მინიმალურ ანაზღაურებას უხდიდნენ, უსაფრთხოების მაღალკვალიფიციური ფედერალური პროგრამით ჩაანაცვლეს. ხდება ნებისმიერი ნივთის კონფისკაცია, რომელიც კი შეიძლება იარაღად ჩაითვალოს.

მთელ მსოფლიოში, მგზავრებს უცბად მოსთხოვეს ფეხსაცმელების გახდა, ქამრების მოხსნა და მოსასხამების გახდა; ტელეფონების, ლეპტოპების, სითხეების და ნებისმიერი სხვა ნივთის ამოღება, რომლებიც შეიძლება ფეთქებადი მოწყობილობის ნაწილად გამოიყენნ.

ამ მიდგომამ რამდენიმე წელიწადს გასტანა. თანდათანობით, შეიქმნა სკანირების უფრო მოწინავე მეთოდები, რომლებიც ეფექტიანად ახდენენ გარკვეულ საფრთხეთა იდენტიფიცირებას. დღეისათვის, ზოგიერთ ქვეყანაში, უსაფრთხოების გავლისას ფეხსაცმელების გახდას არ ითხოვენ.

და მაინც რატომ გვთხოვენ ლეპტოპების ამოღებას?

აეროპორტის სკანერებმა დიდი გზა განვლეს

დანადგარი, რომელშიც თქვენი ჩანთები და მოწყობილობები გადიან, არის რენტგენული აპარატი.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩანთიდან ლეპტოპი უნდა ამოიღოთ, ის არის, რომ მისი ბატარეა და სხვა მექანიკური კომპონენტები ზედმეტად მკვრივია, რათა რენტგენულმა სხივებმა ეფექტიანად შეაღწიოს — განსაკუთრებით მაშინ, თუ სკანირების სისტემა ძველია. იგივე ეხება ელექტროკაბელებსა და სხვა მოწყობილობებს, როგორებიც არის ტაბლეტები და კამერები.

როდესაც ჩანთაში ეს ნივთები გიდევთ, სკანირების სისტემის თანამშრომლების სკანირებულ სურათზე არ შეუძლიათ განსაზღვრონ რისკის ალბათობა. ამიტომ, ჩანთა ხელით უნდა შემოწმდეს, რაც ყველაფერს უფრო ანელებს. გაცილებით მარტივია, როცა ყველა მოწყობილობა ჩანთიდან ამოღებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა