თეგებით ძიება
26. 07. 2023 მსოფლიო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 5 635-მა მოქალაქემ მიიღო

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 18 ივლისამდე, საქართველოს მოქალაქეობა ჯამში რუსეთის 5 635-მა მოქალაქემ მიიღო. მათგან 3 071 საქართველოს ყოფილი მოქალაქეა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ სადეპუტატო კითხვის პასუხში ვკითხულობთ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიხედვითვე, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიანიჭა. მათგან 2 530 წარმოშობით საქართველოდანაა, 23 - საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 -  წარმატებული პირია სპორტის, მეცნიერების ან ხელოვნების სფეროში და საქართველოს სახელით მოღვაწეობა სურს.

ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით - 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა.

სადეპუტატო კითხვით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ენმ-ის დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა მიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა