რასიზმის და ქსენოფობიის ადგილი ევროკავშირში არ არის - ჯოზებ ბორელი
საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში ევროკომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი დანიასა და შვედეთში ყურანის დაწვასთან დაკავშირებულ ქმედებებს გმობს.
მისივე თქმით, ევროკავშირი კატეგორიულად გმობს რელიგიური სიძულვილის და შეუწყნარებლობის წაქეზებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფორმას.
"პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი ევროკავშირის ძირითად ფასეულობას წარმოადგენს. ეს სხვა რელიგიურ თანასაზოგადოებების პატივისცემასაც შეიცავს", - აღნიშნა ევროკომისარმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყურანის და სხვა წმინდა წიგნების წაბილწვა მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს და პროვოკაციას წარმოადგენს.
"რასიზმის, ქსენოფობიის და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის ადგილი ევროკავშირში არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.