„ალერგიული შეტევა ჰქონდა და კინაღამ დაიხრჩო" - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შვილის გადარჩენის მიზნით, მამამ მანქანის მინა ჩაამტვრია. შემთხვევა ჰარლინგენში, სამხრეთ ტეხასში მოხდა. ამ დროს ტემპერატურა მაქსიმუმ 37,7 გრადუსი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბავშვი მანქანაში შემთხვევით ჩაიკეტა. მშობლებმა გასაღები შიგნით დატოვეს და შვილის გადარჩენა მხოლოდ მინების ჩამსხვრევის შედეგად მოახერხეს.
თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, რომ საქარე მინის ჩამტვრევის შემდეგ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალმა მანქანაში შეღწევა და ბავშვის მამისთვის უსაფრთხოდ გადაცემა მოახერხა.