ავარია ბათუმში - შსს-ს მანქანა ავტომობილს შეეჯახა და მძღოლი მიიმალა
ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი ავარიაში მოყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა ღამით, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. ძალოვანი უწყების კუთვნილი ავტომობილი, გასწრების მცდელობისას, იმავე მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა.
მათივე ცნობით, სამართალდამცველმა ტერიტორია მალევე დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ერთ-ერთი ვერსიით, მანქანის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა მომხდარზე გამოძიება.