საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა +40-ს მიაღწიოს - სინოპტოკოსების გაფრთხილება
აგვისტოს ცალკეულ დღეებში, საქართველოში ტემპერატურამ, შესაძლოა +40 გრადუსამდეც მიაღწიოს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა.
"აგვისტოს თვის პროგნოზით, საშუალო ტემპერატურა გაიზრდება 2 გრადუსით. ცალკეულ დღეებში, შესაძლოა, ტემპერატურამ +39 +40 გრადუსს მიაღწიოს.
წვიმა მოსალონდელია ნორმის ფარგლებში და ზოგან ნორმაზე მეტი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა იყოს სეტყვაც. ივნისთან და ივლისთან შედარებით წვიმა იქნება ნაკლები," - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.
წყარო: „რუსთავი 2“