თეგებით ძიება

დელავერში ნაპოვნი ქრისტეფორე კოლუმბის იშვიათი წერილი იტალიას უბრუნდება

ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები რომში მე-15 საუკუნის წერილის დასაბრუნებლად გაემგზავრნენ, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ მოიპარეს. 

„მიხარია, რომ აქ ვიმყოფები, რათა აღვნიშნო ამ მნიშვნელოვანი არტეფაქტის დაბრუნება თავისი კანონიერი მფლობელებისთვის - იტალიელი ხალხისთვის. ეს ამ წერილის მეოთხე ორიგინალური გამოცემაა, რომელიც ვენეციის Marciana-ს ეროვნული ბიბლიოთეკიდან ბოლო ათწლეულების წინ მოიპარეს“, - თქვა აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ორგანოს (ICE) დირექტორის მოადგილემ, პატრიკ ჯ. ლეჩლაიტნერმა.

1493 წელს კოლუმბმა თავის მფარველებს - ფერდინანდ II-სა და ესპანელ იზაბელა I-ს - წერილი მისწერა, რომელშიც ამერიკის კონტინენტზე თავისი მოგზაურობა აღწერა. მოგვიანებით, წერილი რომში ჩავიდა, სადაც მბეჭდავმა სტეფან პლანკმა ასლები ლათინურ ენაზე შექმნა, რომლებიც მთელ ევროპაში გავრცელდა. ეს თავდაპირველი ასლები ახლა ცნობილია, როგორც Plannck I; რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც სტეფან პლანკმა შენიშნა, რომ შესავალში დედოფლის სახელი გამოტოვა,  მან Pannck II-ის ახალი ეგზემპლარი დაბეჭდა.

იტალიაში ახლახან დაბრუნებული წერილი Plannck I-ის ასლია, ამიტომ ის განსაკუთრებით იშვიათი დოკუმენტია. როდესაც 2020 წელს აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების ორგანომ თავისი აღმოჩენის შესახებ განაცხადა, ოფიციალურმა პირებმა ის 1,3 მილიონ დოლარზე მეტად შეაფასეს. ეს ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩენილი წერილის რამდენიმე მოპარული გამოცემაა. ოფიციალური პირები წერილებს 2011 წლიდან ეძებდნენ. მოგვიანებით, მათ ნიუ-ჯერსელი იშვიათი წიგნებით მოვაჭრე  ჯეი დილონი დაუკავშირდა. დილონმა დაადგინა, რომ წერილის ასლები რამდენიმე ინსტიტუტიდან - კატალონიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან, ვატიკანის ბიბლიოთეკიდან და რიკარდიანას ბიბლიოთეკიდან მოიპარეს და ისინი ყალბი წერილებით შეცვალეს. 

წლობით ძიების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა სამივე წერილი იპოვეს და ისინი იტალიელებს დაუბრუნეს. მიუხედავად ამისა, ვერ დადგინდა, ვინ მოიპარა და გააყალბა ისინი. ვატიკანის ბიბლიოთეკაში ქურდობისას, წერილები მე-19 და მე-20 საუკუნეებში პოპულარული „სტერეოტიპების“ ტექნიკით გააყალბეს. „თუ ეს ასეა, ჩვენ ალბათ ვერასოდეს გავიგებთ დანამდვილებით ვინ იყო წერილების გამყალბებელი", - განუცხადა New York Times-ს ვატიკანის არქივისტმა და ბიბლიოთეკარმა არქიეპისკოპოსმა ჟან-ლუი ბრიუგესმა.

იტალიაში დაბრუნებული წერილი მალე ისევ გადაადგილდება. როგორც იტალიის კულტურის მინისტრმა ჯენარო სანჯულიანომ Twitter-ზე განაცხადა, დოკუმენტი ტურისტულ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.

წყარო: https://www.smithsonianmag.com/smart-news/christopher-columbus-letter-stolen-italy-180982586/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა