ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს - სად გაჩნდა ცეცხლი?
ხორვატიაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მასშტაბური სტიქიის ლოკალიზებას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ერთდროულად 200-მდე მეხანძრე ცდილობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა. ამ წუთებში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე, ასევე იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთშიც.