მესიმ ახალი რეკორდი დაამყარა
არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ საკუთარი კარიერის ახალი რეკორდი დაამყარა.
მან „ინტერ მაიამის“ ბოლო მატჩში „ატლანტა იუნაიტედის“ კარი ორჯერ აიღო და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ამგვარად, ჯორჯიის შტატის დედაქალაქის გუნდი მეასეა (იგულისხმება სხვადასხვა კლუბი), რომელსაც არგენტინელმა თავდამსხმელმა გოლი გაუტანა.