მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 20 სექტემბრამდე გადაიდო
ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზი მესამე პრეზიდენტის პროცესზე ვერდასწრება გახდა.
მისი მონაწილეობის გარეშე კი პროცესის ჩატარებაზე უარი განაცხადა.
დღეს ადვოკატებს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობის დაყენება სურდათ, თუმცა იმის გამო, რომ თავად სააკაშვილს პოზიცია დაფიქსირებული არ ჰქონდა, კოლეგიამ სხდომა გადადო.
მომდევნო სასამართლო პროცესი 20 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.