უკრაინამ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობა დაადასტურა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილი მალიუკმა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის მონაწილეობა ყირიმის ხიდზე, 2022 წლის ოქტომბერში მომხდარ აფეთქებაში. მისი თქმით, ყირიმის ხიდის დანგრევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო:
„ბევრი სხვადასხვა სპეცოპერაციაა. ზოგიერთ მათგანზე გამარჯვების შემდეგ ვისაუბრებთ, ზოგიერთზე საერთოდ არ ვისაუბრებთ… ყირიმის ხიდის დანგრევა ჩვენი ერთ-ერთი მიღწევაა” თქვა ვასილი მალიუკმა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება გასული წლის 8 ოქტომბრის დილას მოხდა.
პუტინის რეჟიმმა, მომხდარს მაშინვე უწოდა “ტერორისტული აქტი” და უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.